შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა.
ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიმართ „ასახავს დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს“ და აღნიშნა, რომ იგი მოელის შემდგომ დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში.
ბლინკენს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც აშშ-მ და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და უარი თქვან რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს უკრაინა ალიანსში წევრად.