09:38
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ენტონი ბლინკენი კონგრესმენებს - ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ავღანეთიდან გასვლის ვადა, ჩვენ არ მიგვიღია გეგმა
14-09-2021

კონგრესში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსმენა გაიმართა, სადაც მან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე ისაუბრა და კანონმდებლების მწვავე შეკითხვებს უპასუხა. ბლინკენმა უარყო ბრალდებები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა ამერიკელებისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუირებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთიდან ძალების გაყვანის საკითხზე შეთანხმება ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „თალიბებს“ შორის მოხდა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მისი გადახედვა არ შეეძლო, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დაჯგუფება ამერიკელების მკვლელობას განაახლებდა. „არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეტი ხნით დარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ან მთავრობას უფრო მეტად მდგრადს ან დამოუკიდებელს გახდიდა. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ვადა - ჩვენ არ მიგვიღია გეგმა“, – განაცხადა ბლინკენმა. მან ევაკუაციის პროცესზეც ისაუბრა და ის შეაფასა, როგორც "გმირული ძალისხმევა". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების და არა „თალიბანის“ მეშვეობით.

AutoPlay
ინდოეთში სასამართლო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - დაისეტყვა რამდენიმე სოფელი
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1181ლარი გახდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, „კოკაინზე“ საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“ - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები