აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს. ბლინკენის ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატთან, იან ჯიჩთან გამართულ შეხვედრაზე მან გარკვევით განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. „გარკვევით განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, მხარს დაუჭერს საკუთარ დემოკრატიულ ღირებულებებს და პასუხს აგებინებს პეკინს საერთაშორისო სისტემის შეურაცხყოფის გამო. პეკინი პასუხს აგებს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.