სოფლის მეურნეობის განვითარება, სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, დასაქმების ხელშეწყობა, ეკნომიკური აქტივობების დივერსიფიცირება და სერვისების განვითარება, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომლის გაძლიერებასაც ევროკავშირის პროგრამა ენპარდი აქტიურად განაგრძობს. პროექტის ძირითადი მიზანი სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევაა. სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ამჟამად ყაზბეგის მუნიციპალეტეტში ინერგება. სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით ხდება როგორც პრობლემების იდენტიფიცირება, ისე ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, 3-წლიანი მუშაობის შედეგად, ადგილობრივების 60-ზე მეტი ინიციატივა დააფინანსა. პროექტებს შორის როგორც სოციალური, ისე ინდივიდუალური ბიზნეს იდეებიცაა, რომელთაც მაღალმთიან რეგიონში ინოვაცია შეაქვთ და ადგილობრივების ცხოვრების დონეს აუმჯობესებენ.