დღეს ენგურის ხიდთან და ყარაფილასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება. როგორც ყარაფილაში დაგეგმილი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ განაცხადა, ყარაფილაში ოკუპაციას ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ. რაც შეეხება მეორე აქციას, ის გაზეთ "ქრონიკა +"-ისა და ორგანიზაცია "ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის" ინიციატივით, ენგურის ხიდზე, 14:00 საათზე გაიმართება.