ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ დარეჯან როგავას სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ადმინისტრაციული წესით გასამართლებულმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა როგორც დარეჯან როგავა აცხადებს, მას თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციის დროს დარეჯან როგავა სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.