"ენგურჰესთან" დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, სემეკის გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. სემეკმა შპს „ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა.