მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.