15-20 იანვრიდან ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო 100 დღით გაჩერდება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიის დეფიციტს არ შექმნის და დანაკლისი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. ამასთან, როგორც უწყებაში "ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა თავად უზრუნველყოფს თავისი მოხმარების დაფარვას.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს "ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესის“ გამომუშავება, საქართველოს მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.
სარემონტო სამუშაოების გამო კი სამი თვით სრულად გაჩერდება. მიზეზი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციაა, რომელიც 2018-2019 წლებშიც იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო. პროექტი 48 მილიონი ევრო ჯდება და მას EBRD აფინანსებს. რეაბილიტირებული ენგურჰესი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან უნდა ამუშავდეს.