რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია აცხადებს გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.
„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. „ენგურჰესი“ გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე“, - აღნიშნა ლევან მებონიამ.
მისივე თქმით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.
რაც შეეხება საკითხს, როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.