ენერგოომბუდსმენის, ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასულ წელს ეხება, მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებს უკაბშირდება, კერძოდ, კი აღდგენითი სამუშაოების გართულება, გაჭიანურებას, სასმელი წყლის დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევებს და მოქალაქეთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ დავალიანებებს, რომლთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად უკვე გასულია. ანგარიშის მიხედვით პრობლემას წარმოადგენს მოხმარებული სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშწორება, რადგან ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ მისამართს მოქალაქეები მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყენებენ და ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, მაგრამ, სასმელი წყლის მოხმარებისთვის გადასახადი მაინც ერიცხებათ. ანგარიშის მიხედვით პრობელმებია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებითაც, კერძოდ კი საუბარია ელექტროგადამცემი სადენებისა და საყრდენი ბოძების ავარიულ მდგომარეობაზე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ამავდროულად გავლენას ახდენს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. ენერგოომბუდსმენის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ხშირი იყო მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებიც, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგის მოხმარებისთვის დარიცხული თანხა არასწორად ერიცხებოდათ. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოქნილ პრობლემებს, 2018 წელს საქართველოს რიგ ქალაქებში გაზის აფეთქების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე, დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან მოწამლვის და გარდაცვალების შემთხვევები, რაც ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობამ გამოიწვია. ეკონომიკის განვითარების მინისტრის, ნათია თურნმავას განცხადებით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების შემუშავებისთვის, სამინისტრომ სპეციალური პაკეტი შეიმუშავა და უახლოეს მომავალში მთავრობას წარდეგინება.გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ენერგოომბუდსმენის სამსახურში 5594 განცხადება დარეგისტრირდა, კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4056 რეკომენდაცია, მარეგულირებელ კომისიას 682 შუამდგომლობა წარედგინა და შედეგად აბონენტებს ჩამოიწერა 1 მილიონ 278 ათას ლარზე მეტი დავალიანება. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ჩამოწერილი თანხების ჯამმა 11 მილიონ ლარს გააჭარბა.