სს "ენერგო-პრო ჯორჯია" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გუდაურში არსებულ არც ერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა. "ენერგო-პრო ჯორჯია" გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებაში.