ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.