"ქართული ოცნების" დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მიმართა, რომ უფრო მეტი ისაუბროს საკუთარ პროფესიაზე, რათა დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი არ გახდეს. როგორც თადუმაძემ დეპუტატის პასუხად განაცხადა, მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, როცა ის, როგორც იურისტი, დასაქმებული არ იყო. ასევე აღნიშნავს, რომ როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდის და ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.