ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ძალიან მწვავე საკითხია - ამ დაავადებას მეორე ადგილი უჭირავს ქალებში, მკერდის სიმსივნის სიხშირის შემდეგ. მკვეთრად არის გაზრდილი დაავადებული ადამიანების რიცხვი, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში,ისე საქართველოში. კლინიკა "ენმედიცი" სწორედ ის სამედიცინო დაწესებულებაა,სადაც სრულად ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოკვლევა, მკურნალობა და ქირურგიული გზით პრობლემების გადაჭრა, თანაც ყველაზე თანამედროვე მეთოდით, უახლესი აპარატურით აღჭურვილ გარემოში.
კლინიკაში ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციები უახლესი ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება. ამ ოპერაციებით კლინიკა "ენმედიციში" საფუძველი ჩაეყარა ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიურ ქირურგიას.
მეთოდის შესახებ საუბრობს ლევან რამიშვილი, ონკოქირურგი, კლინიკა "ენმედიცის" თავ-კისრის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.