8 სექტემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, ჩტარდა პირველი საერთაშორისო სიუმპოზიუმი თემაზე: "ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში". ღონისძიება "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ეგიდითა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. სიმპოზიუმზე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა მეან-გინეკოლოგებმა და რეპროდუქტოლოგებმა ისრაელიდან და იტალიიდან. ქართველ მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ანდროლოგებს, რადიოლოგებს, უროლოგებს და ქირურგებს საშუალება მიეცათ, მიიღოთ მათთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, რეკომენდაციები და გეცნოთ საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა უშვილობის ფონდის "შენთვის" პრეზენტაცია, რომელიც "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ჩამოყალიბებულია ფერტილობის შენარჩუნების ბანკი ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სადაც შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე.