საცხობი „ენდორფინი“ „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე საკუთარი ფილიალის გახსნას და უფუნქციოდ დარჩენილი შენობისთვის სიცოცხლის დაბრუნებას გეგმავს. ამისთვის კი, ცნობილი კვების ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართავს და უძრავი ქონების 1 ლარად გადაცემას ითხოვს.განცხადება ეკონომიკის მინისტრის სახელზე უკვე შეტანილია. საცხობი განცხადებაში მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ვისაც “რიყის დოქებში” „ენდორფინის“ გახსნა სურს, თავიანთ „ფეისბუქ“ გვერდზე დათაგონ ეკონომიკის სამინისტრო და მიაწერონ - “ რიყის დოქები 1 ლარად ენდორფინს”.შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ "რიყის დოქები" აუქციონზე მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაყიდა. ბოლო, მე-5 აუქციონზე 30 მლნ ლარად იყიდებოდა.ცნობისთვის, „რიყის დოქების“ მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.