მოძრაობა დაწყებულია სწორი მიმართულებით, უბრალოდ ეს მოძრაობა არ არის საკმარისი - 360 გრადუსით იყო შესაცვლელი ის კურსი, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც შეაფასა ახალი სამთავრობო ცვლილებები.მისი თქმით, ბიუროკრატიის დონე მატულობდა, ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობის მიერ ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სწორია.