23:48
25 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული ადამიანი მისი ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი რამდენიმე დღეა ეძებენ
12-11-2019

პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ემზარ კვიციანის თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, - აცხადებს ემზარ კვიციანი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

AutoPlay
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით 1 თებერვლამდე ყველა ავიარეისი გაუქმდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კორონავირუსის გამო ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქე ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ გამოკითხა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
კონგრესმენი ბრაიან ბაბინი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"ახალი სკოლის მოდელი" განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები