თავსაფარი, რასაც ჰქვია, მანდილი - ჩემი ნება რომ იყოს, ამის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ კანონპროექტის განმარტებისას განაცხადა, რომელიც ისეთი თავსაბურავის ტარებას კრძალავს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.
როგორც კვიციანმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი უსაფრთხოების სტანდარტებს აამაღლებს. დეპუტატი განმარტავს, რომ კანონპროექტი არ კრძალავს თავსაფრის ტარებას, არამედ კრძალავს მთლიანი სახის დაფარვას. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე ჯერ არ მომხდარა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.