ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე ამ ეტაპზე არ ექმურება - ასეთია გზავნილი ბრიუსელიდან, სადაც შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართა. თუმცა, ამასთანავე ბრიუსელი შეშფოთებულია უკანონო მიგრანტების მზარდი სტატისტიკით და შენგენის ქვეყნებში კრიმინალის ზრდით. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოსთან მიმართებაში განცადებები არცთუ სასიამოვნო კონტექსტში გაკეთდა. საქართველოდან არალეგალური მიგრაციის საკითხის დაყენებას გერმანიის გარდა, უკვე შვედეთიც ემხრობა. გერმანია და შვედეთი ქართველთა კრიმინალური მიგრაციის შესახებ საკითხის დაყენებას ითხოვენ. გერმანიის შს მინისტრის თქმით, ლტოლვილის სტატუსის მსურველთა რიცხვი გაზრდილია, რაც შემაშფოთებელია. შვედეთის შს მინისტრი კი პირდაპირ აცხადებს რომ ქურდობის მიზნით შვედეთში 4 ქვეყნიდან, მათ შორის საქაერთველოდანაც ჩადიან.