ნიკა გვარამიას პატიმრობის მე-3 დღეს ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წევრები პარლამენტის ბოიკოტირებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ეს ინიციატივა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვისთვის მიუღებელია. სანამ ოპოზიციის ერთი ჯგუფი ისევ პარლამენტის დატოვებაზე მსჯელობს, ყველა მათგანი თანხმდება, რომ ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა ქვეყნის ევროპულ ინტერგრაციას აზიანებს. ოპოზიციისა და მესამე სექტორის შიშები არასერიოზულია მმართველი პარტიისთვის. ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირში გაწევრიანებას და ვის როგორ ესახება ბრძოლის გაგრძელების გზა.