"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი დღეს დაკრძალეს. იტალიელი ფეხბურთელი ფლორენციის სანტა კროჩეს ტაძრიდან გამოასვენეს. დაკრძალვას იტალიური ფეხბურთის მოთამაშეებთან და ლეგენდებთან ერთად 10 000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ 31 წლის ფეხბურთელი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.დავიდე ასტორი 4 მარტს ქალაქ უდინეში სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მას მეუღლე და 2 წლის ქალიშვილი დარჩა.