პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მალხაზ მაჩალიკაშვილთან გამომძიებლებმა კითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ როდესაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ საუბრობდა. როგორც თავად განმარტავს ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და სუს-ის წინ თავის აფეთქების რეალური განზრახვა არ ჰქონია.სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი. ქეთი ჩუთლაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მაჩალიკაშვილის განცხადება ემოციურ ნიადაგზეა გაკეთებული.გამოძიება 18-323 მუხლით მიმდინარეობს.