05:07
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
Emmys 2021-ის ნომინანტთა სია ცნობილია
18-07-2021

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ს წლევანდელი ნომინანტების სია ცნობილია. ამის შესახებ Variety წერს.

ყველაზე მეტი ნომინაცია სერიალებმა „გვირგვინი“ და „მანდალორელი“ მიიღეს, თითოეული მათგანი 24 კატეგორიაშია წარდგენილი. ლიდერთა სამეულში ასევე შევიდა სერიალი „ვანდა/ვიჟენი“, რომელსაც 23 ნომინაცია აქვს.

საუკეთესო სერიალის წოდებისთვის იბრძვიან: „ბიჭები“ (Amazon Prime Video), „ბრიჯერტონი“ (Netflix), „გვირგვინი“ (Netflix), „მხევლის წიგნი“ (Hulu), „ლავკრაფტის ქვეყანა“ (HBO), „მანდალორელი“ (Disney Plus), „პოზა“ (FX), „ეს ჩვენ ვართ“ (NBC).

წლის საუკეთესო მინი-სერიალის წოდებისთვის იბრძოლებენ: „შეიძლება გაგანადგურო“ (HBO), მეირი ისთტაუნიდან“ (HBO), „დედოფლის გამბიტი“ (Netflix), „მიწისქვეშა რკინიგზა“ (Amazon Prime Video), „ვანდავიჟენი“ (Disney Plus).

ნომინაციაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ წარმოდგენილები არიან: სტერლინგ ბრაუნი („ეს ჩვენ ვართ“), ჯონათან მეიჯორსი („ლავკრაფტის ქვეყანა“), ჯოშ ოკონორი („გვირგვინი“), რეგე-ჟან პეიჯი („ბრიჯერტონი“), ბილი პორტერი („პოზა“), მეთიუ რისი („პერ მეისონი“).

საუკეთესო ქალი მსახიობის წოდების დრამატულ სერიალში კი იბრძვიან: უზო ადუბა („პაციენტები“), ოლივია კოულმანი („გვირგვინი“), ემა კორინი („გვირგვინი“), ელიზაბეტ მოსი („მხევლის წიგნი“), ემჯეი როდრიგეზი („პოზა“), ჯარნი სმოლეტი („ლავკრაფტის ქვეყანა“).

Emmy-ს 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები