კორონავირუსის პანდემიის გამო, EMMY-ს რიგით 72-ე დაჯილდოება წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი ადამიანები დისტანციურად ჩაერთვნენ.
ნომინაციაში “საუკეთესო დრამატული სერიალი” გამარჯვებული „მემკვიდრეობა“ გახდა. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „შითს ქრიკი“ დასახელდა. დრამატული სერიალის საუკეთესო რეჟისორად ფილმ „მემკვიდრეობის“ რეჟისორი ანდრიჯ პარეხი დასახელდა. ასევე სერიალ „მემკვიდრეობის მსხაიობმა ჯერემი სტრონგმა მოიპოვა ჯილდო დრამატულ სერიალში მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად კი სერიალ „ეიფორიაში“ მონაწილეობისთვის მსახიობი ზენდაია დასახელდა.