თბილისში დაგეგმილი სერბი კინორეჟისორისა და მუსიკოსის ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები გაყიდვიდან სიტუაციის გარკვევამდე ამოიღეს, - ამის შესახებ ორგანიზატორი კომპანია Art Media Group-ის დამფუძნებელმა განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზატორი კომპანიისთვის უკანასკნელ დღეებამდე 2009 წელს კუსტურიცას ცხინვალის რეგიონში ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო და მისი საქართველოში ჩამოსვლა გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. ორგანიზატორების თქმით, საკითხის გარკვევამდე კონცერტი გადაიდო, თუმცა ისინი გაუქმებასაც არ გამორიცხავენ. სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა თბილისს როკჯგუფის The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში უნდა სწვეოდა.