მუსიკალურ მედიაპლატფორმაზე Lyrical Lemonade ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის კომპოზიციაზე Godzilla გადაღებული ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. ტრეკში, რომელშიც დეტროიტელმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში რეკორდი დაამყარა, 2019 წლის დეკემბერში გარდაცვლილი ახალგაზრდა მუსიკოსი Juice Wrld მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ კლიპში მაყურებელი ემინემის ახლო მეგობარს, ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, დოქტორ დრესა და ლეგენდარულ მოკრივეს, მაიკ ტაისონს იხილავს.