გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში „ნეტფლიქსმა“ დაადასტურა, რომ სერიალი „ემილი პარიზში“ გაგრძელდება და ტელეეკრანებს მეორე სეზონით დაუბრუნდება. ზოგიერთი დეტალები პროექტიდან უკვე ცნობილია.
როგორც ამბობენ, ემილი განაგრძობს ისევ პარიზში ცხოვრებას, სადაც ახალი თავგადასავლები ელოდება, სამსახური და პირადი ცხოვრება კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მეორე სეზონში ემილის ერთგული მეგობარი მინდიც გამოჩნდება. ახალი ეპიზოდისთვის სცენარს დარენ სთარი წერს, ხოლო გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება.