ავიაკატასტროფაში დაღუპული "კარდიფის" თავდამსხმელის ემილიანო სალას მამა ორასიო სალა გულის შეტევის შედეგად მექსიკის ქალაქ პროგრესოში გარდაიცვალა. ემილიანო სალა 3 თვის წინ "ნანტიდან" "კარდიფში" გადავიდა და კერძო თვითმფრინავი, რომლითაც ინგლისში მიემგზავრებოდა, ლა მანშის სრუტეში ჩავარდა. ინგლისური მედიის ინფორმაციით სალას მამის გარდა ერთი კვირის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალა ემილიანოს საუკეთესო მეგობარი, 24 წლის სებასტიან რაბელინო.