დაკარგული თვითმფრინავი, რომელშიც "კარდიფის" თავდამსხმელი ემილიანო სალა იმყოფებოდა, იპოვეს. ამის შესახებ უკვე შეატყობინეს სალასა და პილოტის, დევიდ აიბოტოსონის ოჯახებს. თვითმფრინავის ნაწილები კუნძულ გერნსის მახლობლად ლა მანშის ფსკერზე აღმოაჩინეს. ჯერ უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა სალასა და აიბოტოსონის სხეულები. წყალქვეშა ძებნითი სამუშაოები 3 თებერვალს დაიწყო.შეგახსენებთ, რომ სალა "კარდიფში" გადავიდა, საფრანგეთში კი "ნანტის" ფეხბურთელებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა და ინგლისში დაბრუნებისას თვითმფრინავი დაიკარგა.