"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საქმეზე პოლიტიკური სარჩულის ნიშნები იკვეთება. როგორ იმნაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის დასაბუთება, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი, აბსოლუტურად აცდენილი იყო საქმის ფაბულასა და ფაქტობრივ გარემოებებს. იმნაძის თქმით ბუნდოვანია პირობები თუ როგორ მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები, მითუმეტეს მაშინ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს შეწყლების კომისია.
ორგანიზაცია ინტერესდება თუ როგორ ხდება საბოლოოდ საქმეების შერჩევა, რომელზეც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. იემსის თქმით შეწყალების ახალ რეგულაციაში ყველაფერი მკაფიო და ნათელი არ არის.