EMC-მ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა.
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული, იგი აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მან ასევე იმ კითხვასაც უპასუხა თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია ღამის საათებში რაზეც პასუხოობს რომ სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია, მისივე თქმით დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.