საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია ე.წ. მწვანე ზონად გამოაცხადა.
"ჩვენ შევძლებთ პირველი თავის ფურცელი გადავშალოთ კრიზისისა, რომლიდანაც ახლახანს გამოვედით. მაიოტასა და გვიანას დეპარტამენტების გარდა, სადაც ვირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდება, ორშაბათიდან მთელი ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონად ცხადდება, რაც საშუალებას გვაძლევს დავუბრუნდეთ სამუშაოს და პარიზის რეგიონში კაფეები და რესტორნები გავხსნათ", - განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას.
პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი წავიდა და დაცვა უნდა მოიხსნას.
"ჩვენ ჯერ კიდევ დიდხანს მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება და სოციალური დისტანციის დაცვა. 2020 წლის ზაფხული სხვა ზაფხულების მსგავსი არ იქნება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეპიდემიის განვითარება, რათა მოვემზადოთ იმ შემთხვევისთვის, თუკი ის ძლიერად დაბრუნდება", - აღნიშნა მაკრონმა.