საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად ჟან კასტექსი დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟან კასტექსი პირინეებში მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მერია, გარდა ამისა, ხელისუფლების დავალებით, ის კოორდინირებას უწევდა პანდემიის შემდეგ ქვეყნის ხელახლა გახსნის პროცესს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა თანამდებობა დღეს დატოვა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება სურდა.