საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელევიზიო მიმართვის დროს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებისთვის ფრენების აკრძალვას უკავშირდება. საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს.
"დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ზომები უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო ნაბიჯები უნდა გავატაროთ. ვირუსს პასპორტი არ აქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ და ვითამშრომლოთ",- აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ქვეყანაში შენგენის ზონის ქვენებიდან ფრენებს დროებით აკრძალავს.