საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მინიმალური ხელფასების გაზდის და გადასახადების შემცირების პირობა მისცა. 12-წუთიან სატელევიზიო მიმართვაში მაკრონმა განაცხადა, რომ 2019 წელს მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. ამასთან აღარ მოიმატებს საწვავის ფასი, დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისთვის გადასახადი არ გაიზდება და გადაჭარბებული სამუშაოსთვის გადახდილი ხელფასი არ დაიბეგრებაა. თუმცა, მისივე თქმით, მდიდრების გადასახადის პოლიტიკა არ შეიცვლება და მათი გადასახადები არ გაიზრდება, ვინაიდან ეს ქვეყნასა შეასუსტებს. მაკრონმა ამის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასების ზრდის გამო დაწყებული მასობრივი სატპროტესტო გამოსვლების შესაჩერებლად მიიღო. სატელებიზიო მიმართვის გავრცელებამდე იგი პროფკავშირების, დამსაქმებელთა ორგანიზაციების და მთავრიბის წარმომადგენლებს შეხვდა.