საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სტრატეგიული სამედიცინო ნაწარმის წარმოებაში 4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს. მისი თქმით, ევროპა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
"ჩვენი პრიორიტეტია, რომ დღეიდან დავიწყოთ წარმოება საფრანგეთში, ჩვენს ტერიტორიაზე. გარკვეულ პროდუქტებსა და მასალებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარსდროს უნდა ჰგავდეს. ჩვენ ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი", - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ფონზე ევროპის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეზე, რის გამოც კონტინეტი პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა.