აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთსა და უკრაინაში გამართული შეხვედრების განსახილველად ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტებმა რუსეთსა და უკრაინაში პრეზიდენტ მაკრონის გამართული შეხვედრები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საპასუხოდ ხორციელდება“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონი 7-8 თებერვალს რუსეთსა და უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.