19:28
28 ივნისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ემანუელ მაკრონი ფრანგული ბიზნესის დასაცავად 1500 კიბერპატრულის პოზიციას ქმნის
14-01-2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 1 500 კიბერპატრულის პოზიციის შექმნა დააანონსა. კიბერშეტევებთან მებრძოლი სპეციალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სკოლაში მოემზადებიან, რომლის შექმნაც, ასევე დაგეგმილია.

კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიციელების, ჟანდარმებისა და დაზვერვის ოფიცრების მომზადების პროექტზე მილიარდი ევრო დაიხარჯება. მასში სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო სპეციალისტები ჩაერთვებიან.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიბერკრიმინალთა ქმედებებით დაზარალებული ადამიანებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდება, რომლის ოპერატორებიც მათ საუკეთესო სამოქმედო გეგმას შესთავაზებენ.

პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაცია Orange Cyberdéfense-ის მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ფრანგულ ბიზნესზე 13%-ით მეტი კიბერშეტევა განხორციელდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები