14:10
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ემანუელ მაკრონი: არც ერთ ქვეყანას არ მივცემ უფლებას, გამოკვებოს სეპარატიზმი, შენ ვერ გექნება თურქეთის კანონები საფრანგეთის მიწაზე
19-02-2020

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აღმოფხვრავს უცხო ქვეყნების მიერ მიღებულ პრაქტიკას, გაგზავნონ საფრანგეთში იმამები და მასწავლებლები, რომლებიც ქვეყნაში "სეპარატიზმს უწყობენ ხელს". მისივე თქმით, ის აღკვეთს იმამების და მასწავლებლების შემოდინებას ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ალჟირი, მაროკო და თურქეთი. მისივე განცხადებით, ყოველწლიურად ეს ქვეყნები საფრანგეთში დაახლოებით 300 მქადაგებელსა და იმამს აგზავნიან, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ მეჩეთებში მსახურობენ.

მაკრონის ინფორმაციით, მთავრობამ უკვე მიმართა ისლამის წარმომადგენლობას საფრანგეთში, რომ იმამების გადამზადება ქვეყანაში მოხდეს და უზრუნველყოფილ იქნას ის ფაქტი, რომ ისინი ფრანგულად საუბრობდნენ და არ ავრცელებდნენ "ისლამისტურ" შეხედულებებს.

"მე არც ერთ ქვეყანას არ მივცემ უფლებას, რომელიც არ უნდა იყოს ის, რომ გამოკვებოს სეპარატიზმი. შენ ვერ გექნება თურქეთის კანონები საფრანგეთის მიწაზე. ეს შეუძლებელია", - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საფრანგეთში დაახლოებით 6 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 8%-ს შეადგენს.

AutoPlay
ირანი აპირებს "დაბალი რისკის" მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განაახლოს
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
დონალდ ტრამპი: ბევრი დაღუპული გვეყოლება, ამ რიცხვების მსგავსი არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები