გერმანიის ქალაქ ფრიდბერგში ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები დაამონტაჯეს. როკ ენ როლის მეფის გამოსახულებიანი სამი შუქნიშნის დამონტაჟება ქალაქის ადმინისტრაციას 900 დოლარი დაუჯდა. შუქნიშნები ფეხით მოსიარულეებისთვის ქალაქის იმ მოედანზე დაამონტაჯეს, რომელიც ელვის პრესლის სახელს ატარებს. ქალაქ ფრიდბერგში ამერიკული სამხედრო გარნიზონი მდებარეობს, სადაც ელვის პრესლი 1958 დან 1960 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა.
ქალაქის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ რომ ამ გზით ტურისტების მეტ რაოდენობას მიიზდავენ.