16 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - "Wonderful Crazy Night Tour"-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. აღნიშნული შესახებ "Eastern Promotions"-ის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ და SOLO-წარმომადგენელმა ეკა დუჩიძემ, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.