მარსის კოლონიზაციის საკითხი წლიდან წლამდე უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. ყველას აინტერესებს ვინ გაფრინდება პირველი წითელ პლანეტაზე და რა ეღირება მოგზაურობა. ფიქრობენ, რომ მარსზე გაფრენა ძვირი სიამოვნება იქნება და იგი მხოლოდ მდიდრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი აცხადებს, წითელ პლანეტაზე ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ მდიდრებს არ ექნებათ. იგი უკვე დიდი ხანია მუშაობს მარსზე ადამიანების დასახლების გეგმაზე. HBO-სთან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ პოტენციურად ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდება მარსზე გაფრენა, მისივე თქმით, შანსი იმისა, რომ იგი თავად გადავიდეს საცხოვრებლად ამ პლანეტაზე 70%-ია.
მასკის განცხადებით, მარსზე გამგზავრების ბილეთი რამდენიმე ასი ათასი დოლარი ეღირება, რაც საკმაოდ იაფია კოსმოსში სამოგზაუროდ. მისივე თქმით, ეს იგივე თანხაა, რითიც ამერიკაში კერძო საცხოვრებელი სახლის შესაძენადაა საჭირო. ამასთან, არ არის გამორიცხული რომ ცალკეული ადამიანების გამგზავრება დააფინანსონ, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც მისცემს მარსზე გამგზავრების შესაძლებლობას. მასკი ვარაუდობს, რომ პირველი მსგავსი ფრენა დაახლოებით 7 წელიწადში იქნება შესაძლებელი. როგორც მოსალოდნელია მარსზე გამგზავრებულ ადამიანს ყველა პირობა ექნება იმისთვის რომ სხვა პლანეტაზე გადარჩეს, თუმცა, მარსის პირველი მაცხოვრებლები ვალდებული იქნებიან იმუშავონ საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში, ამიტომაც ყველამ ვინც გაემგზავრება, უნდა იცოდეს, რომ მათ შესაძლოა მოუწიოთ მარსის პირველი ბაზის მშენებლობაზე მუშაობაც. დასვენებისთვის დრო არ იქნება, როგორც გეგმაზე მომუშავეები ამბობენ, თუ პირველი მაცხოვრებლები იქაურ ყოველდღიურ პირობებს შეეგუებიან და მარსე გაფრენის პროცესსაც გადაიტანენ, მაშინ იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამგზავრებაზე იფიქრებენ.ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასკის პროექტის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც წითელ პლანეტაზე ვარაუდობს, რომ პირველი მსგავსი ფრენა დაახლოებით 7 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
როგორც მოსალოდნელია მარსზე გამგზავრებულ ადამიანს ყველა პირობა ექნება იმისთვის რომ სხვა პლანეტაზე გადარჩეს, თუმცა, მარსის პირველი მაცხოვრებლები ვალდებული იქნებიან იმუშავონ საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში, ამიტომაც ყველამ ვინც გაემგზავრება, უნდა იცოდეს, რომ მათ შესაძლოა მოუწიოთ მარსის პირველი ბაზის მშენებლობაზე მუშაობაც. დასვენებისთვის დრო არ იქნება, როგორც გეგმაზე მომუშავეები ამბობენ, თუ პირველი მაცხოვრებლები იქაურ ყოველდღიურ პირობებს შეეგუებიან და მარსე გაფრენის პროცესსაც გადაიტანენ, მაშინ იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამგზავრებაზე იფიქრებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასკის პროექტის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც წითელ პლანეტაზე გამგზავრებას გადაწყვეტენ, დედამიწაზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.