"ელმავალშენებელი ქარხნის მუშების აქციამ შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლოს", - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს.დღეს აქციის მონაწილეებმა ქარხნის ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს. მათი თქმით, პროტესტი უკიდურეს ფორმას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და სახელფასო დავალიანებას სრულად არ ჩარიცხავს.