აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, საქართველო ზრდის საკუთარ მზაობას ნატო-ს ძალებთან, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ნატო-ში, როდესაც დადგება დღე და წევრობის მოწვევა იქნება უზრუნველყოფილი საქართველოსთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ეფექტიანად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
რუდის განცხადებით, მისთვის ძალიან სასიამოვნოა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, როუზ გოტმიოლერის შეფასება, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს.