ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა იმ ზომებსა და მოვლენებს, რაც საპასუხოდ ვითარდებოდა. რუსეთის დუმის წევრები არაპროპორციულ ზომებზე საუბრობდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს, რადგან რუდის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.