მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.
გარდა ამისა, ელიზაბეთ რუდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამერიკას ელჩის სახით უკვე ჰყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი.