საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ საქართველოს პროგრესზე, თქვენი ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. მან ისაუბრა კონფერენციისა და იმ თემების შესახებ, რაზეც მის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება.
შეგახსენებთ 6-7 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია - ბათუმი 2019"-ს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია ოთხ პლენარულ სესიას მოიცავს.