საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადენით, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. ის გამოეხმაურა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს და უპასუხა კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროექტი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციამ "ჩაიგდოს ხელში".